შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს? იქიდან აფინანსებს ალბათ საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია. ასე რომ აგვიხსნას მაშინ ამ თანხების წარმომავლობა

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს? იქიდან აფინანსებს ალბათ საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია. ასე რომ აგვიხსნას მაშინ ამ თანხების წარმომავლობა

გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს? იქიდან აფინანსებს ალბათ საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია. ასე რომ აგვიხსნას მაშინ წარმომავლობა ამ თანხების, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გიორგი გახარიას მიერ უძრავის ქონების სხვა პირებზე გადაფორმებას ეხებოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ გიორგი გახარიას აღმოაჩნდა სახსრები იცხოვროს ბერლინში და ამასთან ერთად დააფინანსოს როგორც პარტია, ასევე, ასევე საარჩევნო კამპანია.

მისი განცხადებით, გიორგი გახარიამ უნდა განმარტოს ამ თანხების წარმომავლობა.

„შეგახსენებთ, რომ მე ამას წინათ ვიკითხე, ის, რომ გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს და ვიეჭვე, რომ უცხოელები აფინანსებდნენ. მისმა თანაპარტიელმა თქვა, რომ არანაირი უცხოელები არ აფინანსებენ და თავის თავს თვითონ აფინანსებსო. როგორც ჩანს თვითონვე აღიარეს, რომ აქვს მას ის ქონება და შესაძლებლობა, რომ ბერლინში ფუფუნებაში ცხოვრობდეს. რაც შეეხება ამ საკითხებს, თუკი რაიმე აქ მნიშვნელოვანი არის, შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან, გამოიკვლევენ ამ საკითხს. ერთადერთი, შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცი ახლა მაგის პარტიას ვინ აფინანსებს, ეჭვი მაქვს, რომ თავად აფინანსებს ალბათ, ცხოვრობს საზღვარგარეთ, იქიდან აფინანსებს ალბათ საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია. ასე რომ აგვიხსნას მაშინ წარმომავლობა ამ თანხების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.