არჩილ გორდულაძე: საქართველოს ახლა ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ტრიბუნას საქართველოსთვის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს

არჩილ გორდულაძე: საქართველოს ახლა ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ტრიბუნას საქართველოსთვის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს

საქართველოს ახლა ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ტრიბუნას საქართველოსთვის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს - მისი ღირსებიდან, პიროვნული თვისებებიდან, პატრიოტიზმიდან და ამ ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერზე, რაც საქართველოსა და ქართულ საზოგადოებას აწუხებს, „მაღალი ტრიბუნიდან ხმა გაჟღერდეს“.

„საქართველოს ახლა ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ტრიბუნას საქართველოსთვის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს. დაველოდოთ მის იმ გზავნილებს, რომელიც გაჟღერდება უმაღლესი ტრიბუნიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აწუხებს, ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდეს, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ახლა გაეროში საქართველოს წარმომადგენელია, საქართველოს სახელით იმ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებს, რომელსაც იგი საჭიროდ ჩათვლით. მისი ღირსებიდან, პიროვნული თვისებებიდან, პატრიოტიზმიდან და ამ ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.