ჩვენ იმ ევროკავშირში შევედით, რომელსაც უფრო დიდი, მდიდარი და თავისუფალი უნდა გავეხადეთ და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს საფუძველი გვეცლება ხელიდან, სწორედ ეს გახლავთ კიდევაც ევროკავშირის მიზანი, არავითარი საზღვრები, არავითარი დროშა, არავითარი კუთვნილება ერისადმი და მშობლიური მიწისადმი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიელმა პოლიტიკოსმა, პარტია „სტაბილურობისთვის“ დამფუძნებელმა ალექსეის როსლიკოვსმა.
მან ევროკავშირში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი დათქმების, ვალდებულებების და შეზღუდვების კავშირად იქცა. ლატვიელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს, განსაზღვრულ წესებს დაემორჩილოს.
„დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ უბრალო მომხმარებლებად გაქცევენ, როგორც ეს ჩვენ გაგვიკეთეს, წარმოებას დახურავენ, შემოიღებენ განსაზღვრულ წესებს, რომელთაც უნდა დაემორჩილოთ, ქართველებს მოგიწევთ ფრანგული ღვინით ქეიფი, გაიძულებენ, რომ ქართული ღვინის წარმოება მკაცრად განსაზღვრულ კვოტებში მოექცეს. ევროკავშირი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ურთიერთსარგებლის მიღების მიზნით, იქცა დათქმების, ვალდებულებების და შეზღუდვების კავშირად.
ჩვენ იმ ევროკავშირში შევედით, რომელსაც უფრო დიდი, მდიდარი და თავისუფალი უნდა გავეხადეთ და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს საფუძველი გვეცლება ხელიდან, სწორედ ეს გახლავთ კიდევაც ევროკავშირის მიზანი, არავითარი საზღვრები, არავითარი დროშა, არავითარი კუთვნილება ერისადმი და მშობლიური მიწისადმი. ახალგაზრდებს აჯერებენ, რომ ეს არის თავისუფლება“, - განმარტა ალექსეის როსლიკოვსმა.
მან ევროკავშირის მომავალიც განიხილა და აღნიშნა, რომ ამ კავშირს დიდი დღე არ უწერია.
„დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა არ გახლავთ განვითარებისკენ მიმართული, ევროკავშირს დიდი დღე არ უწერია, ნებისმიერი იმპერია ინგრევა ადრე თუ გვიან, ეს გარდაუვალია, მოვიდა დასასრული, ამ დასასრულის გახანგრძლივება კი მხოლოდ ომით, აგრესიით და კონფლიქტით შეიძლება, ყველაფერი, რასაც ასე წარმატებით ართმევენ თავს ევროპაში“, - აღნიშნა ალექსეის როსლიკოვსმა.