ტვ. პირველი“ რა იყო, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის ყოფილი ქმარი გამოიყვანეთ მთავარ მოწმედ და უახლოეს გარემოცვად გვასაღებთ? ერთ დღიანი "ფეიკ-სკანდალებით" რომ ცდილობთ ფონს გასვლას და იმაზე ბითურ მდგომარეობაში იგდებთ თავს, ვიდრე ოდესმე იყავით, ისიც მოწმობს, რომ "ყვავი ჩხიკვის მამიდების" დონეზე დახვედით - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ გასულ სიუჟეტს.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა ბიძინა ივანიშვილის სახელი, ხოლო მისი კრიტიკოსები დარჩებიან ისტორიის ბნელ მხარედ.
„ ტვ. პირველი“ რა იყო, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის ყოფილი ქმარი გამოიყვანეთ მთავარ მოწმედ და უახლოეს გარემოცვად გვასაღებთ?
ერთ დღიანი "ფეიკ-სკანდალებით" რომ ცდილობთ ფონს გასვლას და იმაზე ბითურ მდგომარეობაში იგდებთ თავს, ვიდრე ოდესმე იყავით, ისიც მოწმობს, რომ "ყვავი ჩხიკვის მამიდების" დონეზე დახვედით.
სინამდვილეში, ერთი რამ არ გაძლევთ სიმშვიდეს და მოსვენებას - ბიძინა ივანიშვილის სახელი ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც უდიდესი ქველმოქმედის, სამშობლოს უანგარო მოყვარულისა და პატრიოტის, ხოლო თქვენ და თქვენი პატრონები იმ ისტორიულ სანაგვეზე აღმოჩნდებით, სადაც მთელი თქვენი მონური საქმიანობა შავი ლაქა იქნება წარსული ცხოვრებიდან.
ასე რომ - მიდი ნოდარ, ბიძაშვილის შვილის ყოფილი ქმრების მერე, მეზობლის მამიდაშვილები გამოიყვანეთ სიუჟეტში, დაადეთ მძიმე მუსიკა, შავი ფონები და უფრო მეტად დააჯერებთ სექტას...“- წერს ქადაგიძე.