საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2014 წელი, მარტი

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2014 წელი, მარტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2014 წლის მარტის 392 725 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 006 267 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 374 382 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,1%);

ბ) ტრანზიტი - 175 805 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 17,5%,  მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 39%);

გ) სხვა - 456 080 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).

2014 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-26%), აზერბაიჯანიდან (+39,9%), სომხეთიდან (+30,7%), რუსეთიდან (+38,8%), უკრაინიდან (+38,5%) და ირანიდან (-43,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–მარტშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ:    პოლონეთი, ნიდერლანდები, ლიტვა და იტალია  (შესაბამისად 147%, 26%, 24%, და 21%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (25%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის  და მოლდოვის მოქალაქეები 40% და 27%–იანი მატებით.