ნიუ-იორკში აზიელები ევროპელებს ავიწროებენ

ნიუ-იორკში აზიელები ევროპელებს ავიწროებენ

უკანასკნელ პერიოდში ჩინელები და ინდოელები ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს მეგაპოლისში -  ნიუ-იორკში უფრო მეტ ბინას ყიდულობენ, ვიდრე ევროპელები.

განსაკუთრებით გაიზარდა ინდოელ შემსყიდველთა მაჩვენებლები. მათზე მანჰეტენზე გაფორმებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების 20 პროცენტი და საერთო მოთხოვნის 20 პროცენტი მოდის.

ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნებია ჩინელებისა და აზიის სხვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. აზიელებს განსაკუთრებით ფასების ვარდნა იზიდავთ.

ნიუ-იორკში უძრავი ქონება 2011 წლის შემდეგ 20-25 პროცენტით გაიაფდა. არსებული მონაცემებით, მანჰეტენზე პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი ბინის ყიდვა 1,5-დან დაახლოებით 4 მილიონ დოლარამდეა შესაძლებელი.

შედარებისთვის, იმავე კატეგორიის ბინა ინდოეთის უმსხვილეს ქალაქ მუმბაიში 3,3-დან 6 მილიონ დოლარამდე ეღირება.