კანგაცლილი პომიდორი დავჭრათ და ავურიოთ დაკეპილი ნიორი, მარილი, პილპილი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და ჩავასხათ ყალიბში. შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში 10 წუთით. ხორცს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხუროთ ზეთი და ზეთშივე შევწვათ.
გავხეხოთ ყველი (უმჯობესია ცხმიანი, მსუქანი ყველი იყოს) და ავურიოთ დაკეპილ ხახვში, რეჰანსა და არაჟანში. შემწვარი ხორცი დავაწყოთ პომიდორზე, მოვაყაროთ ყველი და შევდგათ ღუმელში. გამოვიღოთ, როცა ყველი გადნება.
ინგრედიენტები:
4 ნაჭერი ქათმის მკერდი,
1 კგ პომიდორი,
1 კბილი ნიორი,
5 ს/კ ზეითუნის ზეთი,
100 გ ყველი,
50 გ ხახვი,
1 ჩ/კ ხმელი რეჰანი,
3 ს/კ არაჟანი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ცოლიკოური.