სომეხი დეპუტატები: ოშკი (ოშკვანკი) და იშხანი სომხური წარმოშობის ძეგლებია და არა ქართული

სომეხი დეპუტატები: ოშკი (ოშკვანკი) და იშხანი სომხური წარმოშობის ძეგლებია და არა ქართული

”თურქეთმა გადაწყვიტა, საქართველოს 300 ისტორიული ძეგლი გადასცეს, რომლებიც რეალურად დასავლეთ სომხეთს ეკუთვნის” - აცხადებენ სომხეთის სახალხო კრებისა და დიასპორის კუთხით საპარლამენტო კომისიის წევრები ვაან ტერ-კაზარიანი, აშოტ მანუჩარიანი და ჟასმინ ასრიანი.

”თურქეთი აცხადებს, რომ სომხური ძეგლები, რომელიც აიკ დიდის დროს აშენდა, საქართველოს ისტორიული კუთვნილებაა. ჩვენს წინაშე დგას შემდეგი პრობლემა: ჩვენს მიერ აშენებული ათეულობით ქალკედონური ეკლესია მხოლოდ იმიტომ მიიჩნევა ქართულად, რომ მასზე ქართული წარწერებია. ოშკვანკის (ოშკის) და იშხანის ტაძრები სომხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებია, ისინი შეიცავენ სომხური არქიტექტურის ყველა ელემენტს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათ სომხური სახელები აქვთ! თურქეთი აგრძელებს თავის ავანტიურისტულ პოლიტიკას და ცდილობს, ამ ნაბიჯით ძირი გამოუთხაროს სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ცხადია, რომ თურქეთი კვლავ აგრძელებს თავის ანტისომხურ პოლიტიკას. რაც შეეხება ქართველებს, ისინიც აგრესიულად არიან განწყობილნი და დათმობას არ აპირებენ. არადა, ეს არის არა ქართველების, არამედ სომხების კულტურული მემკვიდრეობა” - აცხადებს კომიის თავმჯდომარე აშოტ მანუჩარიანი. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ამ საკითხს იუნესკოს კრებაზეც დააყენებენ.