საიდან წარმოიშვა პირველი აპრილის ტრადიცია

საიდან წარმოიშვა პირველი აპრილის ტრადიცია

არსებობს 1 აპრილის წარმოშობის ისტორიის რამდენიმე ვერსია.

ამბობენ, რომ ეს დღე სათავეს ძველი რომიდან ან ძველი ინდოეთიდან იღებს. თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, სიცილის დღე საფრანგეთში დაიბადა.

1564 წელს, როდესაც ახალი წლის აღნიშვნა 1 აპრილიდან 1 იანვარს გადაიტანეს და როდესაც იმ დღეს ტრადიციული საჩუქრები ვერავინ მიიღო, იმედგაცრუებულმა ადამიანებმა 1 აპრილი მოტყუების დღედ ჩათვალეს.

1 აპრილს ყველა ხუმრობს. ასე რომ, სიფრთხილე გმართებთ და თავადაც მოიმარაგეთ სახალისო ისტორიები. გახსოვდეთ სიცილის 1 წუთი ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც 1 კგ სტაფილო.