რობერტ სტურუა: სააკაშვილმა გადაწყვიტა კიევის მაიდანი გაითამაშოს და ყველას დედა მოუტ..ას

რობერტ სტურუა: სააკაშვილმა გადაწყვიტა კიევის მაიდანი გაითამაშოს და ყველას დედა მოუტ..ას

რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. 

„ნეტავ, რა ჯიშის ადამიანები იცავენ ჩვენ საყვარელ სააკას? მკვლელს, უვიცს, გახრწნილს, ფლიდს, ჭკუათხელს, უტიფარს, ქურდს, ბოღმას, ქლესას, გადაჭრი და ჩირქიან სხეულში ამბიციების მატლების გარდა არაფერს ნახავ!

 თუმცა ოჯახი უყვარს, ერთს სასტუმროები სადღაც თურქეთში გადაუფორმა, მეორემ რესტორნები სასწრაფოდ გაყიდა, შეშინებულმა ოჯახმა ოფშორში დამალული ქართველების მილიარდები ცელოფანში გამოახვიეს და სასწრაფოდ ჰოლანდიაში ტიტების მინდორში ჩამარხეს.

აი, ერთი ვერ მოაგვარა მეუღლემ - საყვარელი ცოლი, დაზვერვაში მეგრულს ბეჯითად რომ სწავლობდა, სამწუხაროდ, პარიზის „ჩერდაკში“ მოათავსა. ანუ მანსარდაში, მადლენის ეკლესიასთან. ბავშვები ბაბუასთან ავტობუსების მეფესთან, სასახლეში ნებივრობენ. თუ არ ვცდები, ერთს ედუარდი შეარქვეს კარიერის გამო. მამას „ბალნიციდან“ გაგდებას უპირებენ.
 
პოეტები დაუჭკნა, რექტორები ფოთთან საკუთარ იახტკლუბებში ნეოფროიდიზმს ეწაფებიან. ზოგი მიიმალა, ზოგი აჯანყებას ამზადებს... მომღერლებმა ხმა დაკარგეს... ყირიმის ჩაბარებაში დიდი როლი ითამაშა. ახლა აქ გადაწყვიტა თავის მოჯამაგირეებთან ერთად კიევის მაიდანი გაითამაშოს, რუსები შემოიტყუოს და ვასალურ საქართველოში დაბრუნებულმა ყველას დედა მოუ$$$ას-ო, დოლარებო, დოლარებო! რამდენს ასესხებენ, ნეტავ კიდევ. ასეთი ერის გამყიდველი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!

 თუმცა ამბობენ, კრწანისის ომის დროს აღა მაღმად ხანს უთხრეს, რომ მცხეთიდან უფლისწული დიდი ჯარით გვიახლოვდებაო (ამ დროს კი ბატონიშვილი, ასე ამბობენ, შუა ქეიფში გახლდათ!) შეშინდა შახი და ჯარით უკან დახევა გადაწყვიტა. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ჯარს ორი თბილისელი დაეწია და ჰანს უთხრეს, საით მიდიხარო: ქართველებს ჯარი არ ჰყავთო, მიდი, დაცხეო. და ასე და ამრიგად, სპარსელებმა თბილისი ამობუგეს. ამ ორი ნაც-პატრიოტის გვარი არ მახსოვს, მგონი, ერთი ჭადრაკს თლიდა, მეორე სოვდაგარ სააკას შვილი გახლდათო! მიაუ!“ - წერს რობერტ სტურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.