შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი - 1986 წელს დაბადებული .. და 1961 წელს დაბადებულ .. დააკავეს.

დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ..- უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, ..- უკანონოდ გადასცა ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.

..- და ..- პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ასევე, 260- სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.