"არ გვაინტერესებს, მოსკოვს რა აზრი აქვს უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე - უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას"

ჩვენ არ გვაინტერესებს, მოსკოვს რა აზრი აქვს უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე - უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უცნაურია“, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ამის წინააღმდეგი რუსეთიც კი არ არის. ზელენსკი კიდევ ერთხელ თავისი სტანდარტებით მსჯელობს. ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია უცხოეთიდან არ არის ნაკარნახევი. ჩვენ არ გვაინტერესებს, მოსკოვს რა აზრი აქვს უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე.

ერთადერთი, რაც გვადარდებს, არის ის, რას ფიქრობს უნგრელი ხალხი, რომელმაც მკაფიოდ თქვა: მათ არ სურთ უკრაინა ევროკავშირში, რადგან ეს გაანადგურებს ჩვენს ფერმერებს, ჩვენს შრომის ბაზარს და ჩვენს უსაფრთხოებას. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ელოდოს ზელენსკი რუსეთის გავლენას ჩვენზე, უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ქვეყნის კანონიერი არჩევანია.