მიხეილ დარჩიაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

მიხეილ დარჩიაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  მიხეილ დარჩიაშვილი  ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ  ზაჰირ ჰასანოვთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ჩინგიზ მამმადოვთან და  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან არაზ აზიმოვთან.

შეხვედრებზე მხარეებმა  საქართველოსა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოებას, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში ქვეყნების ჩართულობის საკითხებს.