თავდაცვის მინისტრმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო (ვიდეო)

დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მოინახულა. თავდაცვის მინისტრს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ფონდ „იანვანას“ დირექტორმა პაატა ბურჭულაძემ მიაწოდა. დღესვე ირაკლი ალასანიამ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ზეთისხილის ნერგები მინისტრთნ ერთად, მისმა მოადგილემ ვაკო ავალიანმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სამხედრო მოსამსახურეებმაც დარგეს. „ეს არის ეროვნული მასშტაბის პროექტი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა პატრიარქმა და რასაც პაატა ბურჭულაძე მთელ საზოგადოებასთან, ყველა ჩვენს მოქალაქესთან ერთად ახორციელებს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ჯართან ერთად, ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებთნ ერთად, წვლილი შევიტანეთ, ნერგები ჩავყარეთ. ძალიან მიხარია, რომ ამ დიდი პროექტის მონაწილე ვართ“ - განაცხადა თვდაცვის მინისტრმა.

 მახათას მთაზე ბაღის გაშენების აქცია ტაძრის მშენებლობის ფონდ „იავნანას“ და ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით ტარდება. ტერიტორიაზე 1 000 ზეთის ხილის ხე და 300 ჰიმალაის კედარია დარგული. ახლად დარგული ხეების მოვლას მეთვალყურეობას პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდ "გაამწვანე საქართველო"-სთან ერთად ის პირები გაუწევენ, რომლებმაც დღეს ხეები დარგეს.