ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო ძილი ყოფილა

ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო ძილი ყოფილა

სიცოცხლის პატარა სიხარულებიდან ყველაზე სასიამოვნო ყოფილა იმის შესაძლებლობა, რომ, რაც შეიძლება კარგად გამოვიძინოთ. ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა მკვლევრებმა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად. გამოკითხვა ჩაატარა სწრაფი მომზადების სუპების მწარმოებელმა კომპანიამ.

„უდიდესი პატარა სიამოვნებების“ სიაში მეორე ადგილზეა - საკუთარ ჯიბეში შემთხვევით დარჩენილი 10 ფუნტის მოულოდნელი აღმოჩენა.

ინგლისელთათვის მესამე ადგილზეა - საწოლში თავიანთ შეყვარებულებთან ჩახუტება.

მეოთხე ადგილზე - ცრემლის დენამდე სიცილი.

ინგლისელებს უყვართ არა მარტო გამოძინება, არამედ დიდხანს ლოგინში კოტრიალი. ეს სიამოვნება მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია საწოლის თეთრეულის სისუფთავე, რომელიც სიაში მეექვსე პოზიციაზეა. ამას მოჰყვება მაღაზიებში სიარული და საჭირო ნივთების ფასდაკლებით შეძენა.

მცირე სიამოვნებათა დიდ ათეულში შედის, აგრეთვე, თანამოსაუბრის სახეზე სიცილის გამოწვევა, პირველ ათეულს მოგონებებში ჩაძირვა და მათზე სიცილი ხურავს.