ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე განაცხადა.
„ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვან სამუშაოს შევასრულებთ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
მისი თქმით, „მოხარულია, რომ უკრაინისთვის ნატო-ს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების წინადადება, რომელიც პირველად იტალიამ წამოაყენა, დღევანდელი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იქნება“.
ცნობისთვის, ჯორჯია მელონი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად უკვე თეთრ სახლში იმყოფება.