საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბახმაროს თასი 2025 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბახმაროს თასი 2025 გაიმართება

საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესებისა და მათი ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, გასული წლების მსგავსად, ბანკი ბახმაროს თასის“ მთავარი მხარდამჭერია.

ბახმაროს თასი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ისტორიული სპორტული ღონისძიებაა, რომლის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ბახმაროში დოღზე მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან არაერთი მხედარი იღებს, სანახაობას კი ათობით ათასი სტუმარი ესწრება.

გამარჯვებულები ოთხი გარბენის ფარგლებში გამოვლინდებიან:

• „ნაბეღლავის თასი“;

• „გურიის თასი“;

• „გმირების თასი“;

• „ბახმაროს თასი“ მარულა;

საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია, ბახმაროს თასს“ მხარს უჭერს. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის. გვახარებს, რომ როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას,“ აცხადებენ საქართველოს ბანკში.

დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ დაიწყება. ღონისძიება წყაროს წყალი ბახმაროს", ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება.