ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად "დიპლომატიური გზა“ იპოვოს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან ომის დასასრულებლად "დიპლომატიური გზა“ იპოვოს და კიდევ ერთხელ დაადასტურა კიევის ინტერესი, მოსკოვთან და ვაშინგტონთან სამმხრივი შეხვედრის მიმართ.

როგორც CNN-ი იუწყება, კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა "ხელახლა გაათამაშოს კარტები“ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ან "კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გააგრძელოს უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილისკენ გაგზავნა“, ზელენსკიმ პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ შეაქო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა ომის დასასრულებლად.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას ყოველდღიური რუსული თავდასხმების ქვეშ ცხოვრება უწევს, რითაც რუსეთის მიერ ხარკოვზე ღამით განხორციელებულ სასიკვდილო დარტყმაზე მიუთითა.

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, შევაჩეროთ რუსეთი. და ჩვენ გვჭირდება (ჩვენი) ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა“, - თქვა მან.

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის იდეას - შეეჩერებინათ ეს ომი, ეპოვათ დიპლომატიური გზა მის დასასრულებლად“, - დასძინა მან.