ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

ის ჩემს ზარს ელოდება, როდესაც ამ შეხვედრას დავასრულებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას ის პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის იდეას წამოაყენებს.

შესაძლოა, სამმხრივი შეხვედრა შედგეს, ან არ შედგეს. თუ სამმხრივი შეხვედრა არ შედგა, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება, ხოლო თუ შედგა, გვაქვს კარგი შანსი. ვფიქრობ, თუ სამმხრივი შეხვედრა შედგება, დიდი შანსია, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.