ხაზარაძემ თავის სახელმწიფოს და ხალხს მილიარდ ნახევარი მოსთხოვა ბიუჯეტიდან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც ისევ ანაკლიის პორტის აშენებაზე წერს.
მაჭარაშვილი ხაზარაძეს ანაკლიის პროექტის ჩაგდებაში ადანაშაულებს და საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებულ საქმეებს ახსენებს.
„ხაზარაძემ თავის სახელმწიფოს და ხალხს მილიარდ ნახევარი მოსთხოვა ბიუჯეტიდან. მოქალაქეებს ჯიბეებიდან უნდა ამოეღოთ და მისთვის მილიარდ ნახევარი მიეცათ. საერთაშორისო სასამართლოებმა, არბიტრაჟებმა აქეთ დააკისრა მამუკა ხაზარაძეს თანხა იმისათვის, რომ თაღლითობდა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.