გიორგი ვოლსკი: მოგონილი საკითხია, თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ

გიორგი ვოლსკი: მოგონილი საკითხია, თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ

საქართველოსთვის ბრიუსელის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე ულტიმატუმს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აფასებს. მისი თქმით, რეალურად პრობლემა არ არის საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებში, რაზედაც ასე ხშირად აპელირებენ, რაც იმის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს, რომ ბრიუსელის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები შანტაჟია.

მუქარა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ თემებთან. ეს მოგონილი საკითხია, რომ თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს, ან ევროპულ პრინციპებს და სტანდარტებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ. ეს სრული აბსურდია. ლგბტ პროპაგანდის თემაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჯგუფის უმცირესობის ჩაგვრა არის გათვალისწინებული ამ კანონში, პირიქით კანონები არსებობს, რომელიც ყველას იცავს. აქედან უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს შანტაჟია“, - აცხადებს ვოლსკი.

რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.