მიშელ ობამა ყველაზე გავლენიანი ქალია მსოფლიოში

მიშელ ობამა ყველაზე გავლენიანი ქალია მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა ასეული.

სიას სათავეში უდგას აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა.

მეორე ადგილზეა კომპანია „კრაფტ ფუდის“ უფროსი, ირენ როზენფელდი.

მესამე ადგილი უკავია ტელეწამყვან ოპრა უინფრის.

ათეულში შედიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მომღერლები ბიონსე და ლედი გაგა.

მადონას სიაში 29-ე ადგილი უკავია, ხოლო ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორეს - 41-ე.