აშშ-ში უმუშევრობა არც მიმდინარე წელს შემცირდება

აშშ-ში უმუშევრობა არც მიმდინარე წელს შემცირდება

ამერიკის ეკონომიკის მთავარ პრობლემად 2014 წელსაც უმუშევრობა დარჩება. ქვეყანას ამ ეტაპზე არ ძალუძს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც სერიოზულ პრობლემად იქცა.

2013 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 9,8 პროცენტი იყო.

ამერიკაში ოფიციალურად დარეგისტრირებული უმუშევრების დიდი ნაწილი 6 თვის განმავლობაში ვერ ახერხებს სამუშაოს პოვნას. სამშენებლო და სამრეწველო წარმოების შემცირებამ შედეგად ის გამოიწვია, რომ კვალიფიციური მუშების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ არის საჭირო.

გარდა ამისა, ბევრი ამერიკელი ვერ ახერხებს საკუთარი სახლის გაყიდვას და იმ შტატებში გადასვლას საცხოვრებელად, სადაც სამსახურის შოვნის თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსების ვარაუდით, შეერთებულ შტატებში უმუშევრობასთან დაკავშირებული სიტუაცია ახლო პერსპექტივაში არ გაუმჯობესდება. ამერიკის ეკონომიკას ყოველთვიურად 150 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა სჭირდება, რათა შრომისუნარიანი მოსახლეობის ზრდის ადეკვატური იყოს. წინასწარი ვარაუდით, უმუშევრობა 2014 წელს 9-პროცენტიან ნიშნულზე დარჩება.