ვარლამ წიკლაური: ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა - ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის

ვარლამ წიკლაური: ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა - ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის

ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა, - წერს „იმედის“ ყოფილი წამყვანი, ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში.

იგი „ქართული ოცნების“ გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

„ახალციხე ჩემი სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
ეს შალვა ახალციხელის სამშობლო და საქართველოს მეციხოვნე ქალაქია. მდიდარი ისტორიით და მშვიდობიანი აწმყოთი.
ქალაქი, რომელიც მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულსა და ჩემს ფიქრებშია, სადაც არ უნდა ვიყო. ეს სიყვარული მარადიულია. ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის!
მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება ახალციხეს!“, - წერს ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური.