აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სამიტი, შესაძლოა, მომავალ ორშაბათს გაიმართოს. ინფორმაციას Fox News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრის შესაძლო ადგილად რომი, შვეიცარია, გაერთიანებული არაბთა საამიროები და უნგრეთი განიხილება. თუმცა, რუსულმა მედია უარყო ინფორმაცია, რომ პუტინი ტრამპს ევროპაში შეხვდება.
Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტი განმარტავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში შესაძლო სამიტთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი. თუმცა Fox News-ი იმასაც არ გამორიცხავს, რომ სამიტი საერთოდ ჩაიშალოს, რადგან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.