ზურაბ ქადაგიძე: რამდენი განცხადება გააკეთა პრემიერმა ოკუპაციაზე და

ზურაბ ქადაგიძე: რამდენი განცხადება გააკეთა პრემიერმა ოკუპაციაზე და "მედია-ტერორისტებმა" საკუთარი "ბაბლის" გამოსაკვებად პროპაგანდით ჟონგლიორობა დაიწყეს, რომ ირაკლი კობახიძის და მარია ზახაროვას ნათქვამი ერთი კონტექსტი ყოფილა

ამ მძიმე დღეს, რამდენი განცხადება გააკეთა პრემიერმა, ქართული ოცნების ლიდერებმა, ოკუპაციაზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე და ამ "მედია-ტერორისტებმა" საკუთარი "ბაბლის" გამოსაკვებად პროპაგანდით ჟონგლიორობა დაიწყეს, რომ ირაკლი კობახიძის და მარია ზახაროვას ნათქვამი ერთი კონტექსტი ყოფილა, პრემიერის უამრავი განცხადება გააქრეს და ანალოგიების დონეზე დაუტოვეს საკუთარ "ბაბლს", რითაც აკმაყოფილებენ სექტას...”- წერსხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “ვერაფრით გადაფარეს სააკაშვილისა და მისი სატელიტების დეკლარირებული ღალატის მე17 წლისთავი და ასეთი პრიმიტიული ჟონგლიორობით ცდილობენ, ფონს გასვლას”.

"არა შეჯდა მწყერი ხესაო..." - ისეა რადიკალური მედიის საქმე. არ ითლება მათგან "სალამური", არა !

ამ მძიმე დღეს, რამდენი განცხადება გააკეთა პრემიერმა, ქართული ოცნების ლიდერებმა, ოკუპაციაზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე და ამ "მედია-ტერორისტებმა" საკუთარი "ბაბლის" გამოსაკვებად პროპაგანდით ჟონგლიორობა დაიწყეს, რომ ირაკლი კობახიძის და მარია ზახაროვას ნათქვამი ერთი კონტექსტი ყოფილა, პრემიერის უამრავი განცხადება გააქრეს და ანალოგიების დონეზე დაუტოვეს საკუთარ "ბაბლს", რითაც აკმაყოფილებენ სექტას...

ცალკე, იდიოტიზმის კლასიკური გამოვლინებაა - მამუკა მდინარაძეს სეროზული, რომ ვერაფერი მოუფიქრეს, ბოლოს გამოაცხვეს - რატომ თქვა რიჟვაძე ჩემი ახლო მეგობარი არ არის თუმცა, მის ჯანმრთელობაზე ყველანაირ ინფორმაციას ვფლობო?

მოკლედ, ვერაფრით გადაფარეს სააკაშვილისა და მისი სატელიტების დეკლარირებული ღალატის მე17 წლისთავი და ასეთი პრიმიტიული ჟონგლიორობით ცდილობენ, ფონს გასვლას.”- წერს ქადაგიძე.