ადამიანური რესურსების მართვის სემინარი

ადამიანური რესურსების მართვის სემინარი

დღეს, თავდაცვის სამინისტოს  პროფესიული განვითარების ცენტრში  ადამიანური რესურსების მართვის (HRM) საპილოტე ტრენინგი დაიწყო. სემინარი თავდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვისაა განკუთვნილი.

კურსის მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში თავდაცვის სისტმაში ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით საერთო ხედვის ჩამოყალიბებას,  ძირითად კომპონენტებსა და პროცესების შეისწავლიან, ასევე გაიღრმავებენ და გამოიმუშავებენ  პროფესიულ უნარ-ჩვევებს.   

ოთხდღიანი ტრენინგი  ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ, აშშ-ს CUBIC-ის  ჯგუფის მხარდაჭერით, ტარდება. კურსი გამორჩეულია იმით, რომ ტრენერები  თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები  არიან, რომლებიც  საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას კოლეგებს გაუზიარებენ  და ორგანიზაციაში არსებული  ცოდნის რაციონალური მართვის  ხელშესაწყობად, კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატის  ჩამოყალიბებას შეეცდებიან. კურსის მომხსენებლებს შორისაა ასევე,  აშშ-ს CUBIC-ის  ჯგუფის  წარმომადგენელი დონალდ ჰანველი.

ტრენინგი  თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს. პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ანალოგიური სემინარების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.