თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს

თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს

გრძელდება თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26–ე პლენარულ სესიის ფაგლებში. დელეგაციას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი

 ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე (რომელიც ამავდროულად არის ევროპის საბჭოს რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი) და ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე, კონსტანტინე იონათამიშვილი. 25 მარტს თბილისის საკრებულოს დელეგაციამ ორი შეხვედრა  გამართა. ჯერ

 გაიმართა შეხვედრა კონგრესის პრეზიდენტთან, ჰერვინგ ვან სტაასთან,  კონგრესის გენერალურ მდივანთან ანდრეას კიეფერთან და კონგრესის დირექტორთან, მანუელ ლეზერტუასთან, ხოლო მეორე შეხვედრა შედგა საქართველოს საკითხებზე კონგრესის მომხსენებლებთან ნიგელ მერმაგენთან და ელენა პილაჯასაართან.

კონგრესის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ირაკლი შიხიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები უკანასკნელ თვეებში თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების მიერ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შესახებ. გარდა ამისა, საკრებულოს დელეგაციამ ევროპელ კოლეგებს

 გააცნო თბილისში არსებული ვითარება იმ მიმართულებითაც, რომ თბილისი, როგორც ერთ–ერთი უძველესი ქალაქი, საჭიროებს რეაბილიტაციას და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ქვეყანაში მიღწეულ წინსვლაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

საქართველოს საკითხებზე კონგრესის მომხსენებლებთან ნიგელ მერმაგენთან და ელენა პილაჯასაართან შეხვედრაზე ირაკლი შიხიაშვილმა ევროპელ კოლეგებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ევროპული მხარისგან აქტიური მხარდაჭერა მიიღო.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მოსალოდნელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და თბილისის საკრებულოს დელეგაციამ ევროპელი კოლეგები არჩევნებზე დამკვირვებლებად მოიწვია. ევროპულმა მხარემ მოწვევა მიიღო და მზადყოფნა გამოთქვა, ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. გარდა ამისა, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში

 განხორციელებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრეს, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციების გამართვა დაიგეგმა.