უცენზურო ლექსი პარლამენტში(VIDEO)

უცენზურო ლექსი პარლამენტში(VIDEO)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი კანონპროექტის განხილვის დროს, კომიტეტის სხდომათა დარბაზში პოეტი გიორგი ხასაია შევიდა. მან მიკროფონში ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოებიდან "მელია-ტულეფია" ნაწყვეტის კითხვა დაიწყო, რომელშიც უცენზურო სიტყვები იყო გამოყენებული.

ხასაიას თქმით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში მუშაობს და პარლამენტში შესვლა ჟურნალისტის საშვით მოახერხა.