თბილისის საკრებულოს დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით ქ. სტრასბურგს ეწვია

თბილისის საკრებულოს დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით ქ. სტრასბურგს ეწვია

მიმდინარე წლის 23–26 მარტს თბილისის საკრებულოს დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ქ. სტრასბურგს (საფრანგეთი) ეწვია, სადაც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26–ე პლენარულ სესიის ფაგლებში შეხვედრებს გამართავს კონგრესის პრეზიდენტთან ჰერვინგ ვან სტაასთან, კონგრესის გენერალურ მდივანთან ანდრეას კიეფერთან, საქართველოს საკითხებზე კონგრესის მომხსენებლებთან ნიგელ მერმაგენთან, ელენა პილაჯასაართან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართვის დეპარტამენტის დირექტორთან ალფონსო ზარდისთან.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ქ. თბილისის თვითმართველობის სამომავლო აქტიურ თანამშრომლობას ევროპის დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, თვითმართველობის ორგანოებთან და საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და თვითმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ასევე, დაგეგმილია ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებისა და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განხილვა.