დავით მათიკაშვილი: ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა

დავით მათიკაშვილი: ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა

ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

„რამდენიმეწუთიანი ყიჟინის გამო, რომელსაც საკუთარი ტყუილებით დასცხებენ, ყველაფერზე ხელის მომწერები და მკადრებლები არიან. ეუთოს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სრულიად მტკნარი სიცრუე გაავრცელეს. ჩვენმა დელეგაციამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა ამ ტყუილზე, საკუთარ სისულელეზე, რომელსაც მოკლე ფეხები აქვს და მალევე გამომჟღავნდა სიცრუე“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.