ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. დეპუტატის თქმით, ასამბლეაზე ბევრი არასწორი და ცრუ ბრალდება გაჟღერდა, თუმცა, საქართველოს დელეგაციას ფაქტების საფუძველზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა მიეცა.
„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეცა ყველა კითხვისთვის პასუხი. მოვისმინეთ არაერთი ცრუ ბრალდება, არასწორი ინფორმაცია, ინტერპრეტაცია ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის. ამიტომ მოგვეცა შესაძლებლობა ყველა მათგანისთვის ფაქტების საფუძველზე გვეპასუხა. ამავე დროს გვქონდა ძალიან საინტერესო არაფორმალური დისკუსიების შესაძლებლობა ეუთოს წევრ სახელმწიფოებთან ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ აინტერესებდათ, დაწყებული არჩევნებიდან, დამთავრებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.