ლევან მაჭავარიანი: ექსტრემიზმი და ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში აუცილებლად დასრულდება

ლევან მაჭავარიანი: ექსტრემიზმი და ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში აუცილებლად დასრულდება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა ოპოზიციის აღიარებას, როცა თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის.

„როდესაც გადავხედავთ „ენჯეო“ სექტორს, მდიდარ „ენჯეოებს“ რომ ვეძახით, ფაქტობრივად 100-ვე პროცენტი ექსტრემისტია. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან. სამწუხაროა ასევე, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა „ტაბულას“ დაფინანსებას, ვინაიდან ქალბატონი ჩერგოლეიშვილია დამფუძნებელი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოც ექსტრემიზმს აფინანსებდა. ექსტრემიზმი და ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში აუცილებლად დასრულდება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.