აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ჩანაწერს, რომლითაც ამტკიცებს, რომ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი 2024 წლის დეკემბერში რუსულმა მხარემ ჩამოაგდო

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ჩანაწერს, რომლითაც ამტკიცებს, რომ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი 2024 წლის დეკემბერში რუსულმა მხარემ ჩამოაგდო

აზერბაიჯანული მედია მასალებს ავრცელებს, რომლითაც ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის კუთვნილი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი 2024 წლის დეკემბერში ბაქო-გროზნოს რეისის შესრულების დროს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო.

მედიის თანახმად, მათ რედაქციას ანონიმურად მიაწოდეს აუდიოჩანაწერი და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების კაპიტნის, ვინმე დიმიტრი პალადიჩუკის წერილობითი ახსნა-განმარტება.

კაპიტანი პალადიჩუკი წერს, რომ 2024 წლის დეკემბერში ის გროზნოს საჰაერო სივრცეს იცავდა. 25 დეკემბრის დილის 08:10 საათზე მან Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი შენიშნა და მეთაურს მისი კოორდინატები გადასცა.

მეთაურმა მას თვითმფრინავის მიმართულებით სროლა უბრძანა. პირველი რაკეტა საჰაერო ხომალდს არ მოხვდა. ამის შემდეგ მეთაურმა მას ცეცხლის მეორედ გახსნა უბრძანა. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, მოწოდებული მასალების ავთენტურობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.

ცნობისთვის, Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ბაქოდან გროზნოში მიემართებოდა, თუმცა საფრენი აპარატი გროზნოსთან ახლოს საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. საბოლოოდ თვითმფრინავმა, კატასტროფა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვების დროს განიცადა.

ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთი ავიაკატასტროფის გარემოებების დამალვაში დაადანაშაულა. ალიევმა განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი გროზნოს საჰაერო სივრცეს დროულად დაკეტავდა.

Aburjga Tasmanieli აზერბაიჯანული მედია არის არაობიექტური! ეს არის წმინდა წყლის სისულელე და ცეცხლზე მნავთის დასხმა! თუ ვინმეს არ აწყობდა იმ სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება (არც ჩამოვარდნილა) ეს იყო რუსეთი. უკრაინაში გამალებული საომარი მოქმედებების პირობებში, როცა იძულებული იყო საკუთარი ჯარის დანაკარგები შეევსო კორეელი ჯარისკაცებით და კორეიდან ეზიდა "ტყვია-წამალი", რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა აზერბაიჯანთან დალაგებული, დავარცხნილი ურთიერთობების სასტიკი გამწვავება!!! თან იმ თვითმფრინავმა, რომელიც რუსებმა "ჩამოაგდეს" კიდევ თითქმის 2 საათი იფრინა და იფრინა, ნაცვლად იმისა, რომ ბაქოში დაბრუნებულიყო, კასპიის ზღვას გადაუფრინა და ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში დაშვებამდე საწვავის გამოლევის გამო ჩამოვარდა!
18 საათის უკან