დღეს, 25 თებერვალს, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება პრემიერა ებრაელი დრამატურგის, ედნა მაზიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლისა “აკრძალული თამაშები“. რეჟისორია მანანა ბერიკაშვილი.
პიესის ფაბულა აგებულია 90-იან წლებში ისრაელში მომხდარი ფაქტის მიხედვით. 17 წლის ბიჭებმა გააუპატიურეს 15 წლის გოგონა, რასაც მოჰყვა გახმაურებული სასამართლო პროცესები და რამაც ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პიესა დაიდგა მსოფლიოს მრავალ თეატრალურ სცენაზე.
სცენოგრაფია ეკუთვნის მერაბ მოისწრაფიშვილს, კოსტიუმების მხატვარია ელენე მალაზონია,
ქორეოგრაფი - არჩილ სოლოღაშვილი, პიესა თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ. სპექტაკლში მონაწილეობენ ნანა ბუთხუზი, ანა ალექსიშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, სანდრო დავითაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, კახაბერ კინწურაშვილი, დევი ბიბილეიშვილი, გიორგი მახარაძე.