„დიფ სთეითის“ ნაცადი ხელწერის ანალიზის მიხედვით, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის. აქაც ყველაფერს, ცხადია, ხალხის ხელით აკეთებენ. ამ შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში აკრედიტებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც სინამდვილეში „დიფ სთეითის“ მიერ მართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან და მათ დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვთ საერთო, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
მისი განცხადებით, საქართველოში მშვიდი და სტაბილური გარემო პირდაპირ ანადგურებს „დიფ სთეითის“ რევოლუციურ გეგმას, ხელისუფლება დაამხოს და მათ მარიონეტების ხელით ქვეყანაზე მმართველობა დაიბრუნონ, სიმშვიდის და სტაბილურობის დარღვევას კი ე.წ დიპლომატების ხელით ახორციელებენ, რომლებიც მუდმივად ახდენენ ზეწოლას მთავრობაზე, ადანაშაულებენ მას ევროპული კურსიდან გადახვევაში და ამით ცდილობენ, აგრესიული უმცირესობა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.
„სწორედ ელჩები ცდილობენ ადგილზე სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, შეიქმნას მაქსიმალურად დაძაბული, პოლარიზებული და ზიზღით სავსე გარემო, რასაც კონკრეტული მიზანი აქვს.
საქმე იმაშია, რომ საქართველოში მშვიდი და სტაბილური გარემო პირდაპირ ანადგურებს „დიფ სთეითის“ რევოლუციურ გეგმას, ხელისუფლება დაამხოს და მათ მარიონეტების ხელით ქვეყანაზე მმართველობა დაიბრუნონ. სიმშვიდის და სტაბილურობის დარღვევას კი ეგრეთ წოდებული დიპლომატების ხელით ახორციელებენ. ისინი მუდმივად ახდენენ ზეწოლას მთავრობაზე, ადანაშაულებენ მას ევროპული კურსიდან გადახვევაში, რითაც ცდილობენ აგრესიული უმცირესობის ემოციებზე ითამაშონ და საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს ძალადობის და კრიმინალის წახალისება. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მეთაურობით, ეგრეთ წოდებული დიპლომატები მუდმივად ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდამსხმელი ამაღლობელი და რატიანი პოლიტიკური პატიმრები არიან, მოძალადე დემონსტრანტები - მშვიდობიანი მომიტინგეები, ხოლო პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ბანდიტი - თავისუფლების მედროშე.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.