8 ოპოზიციური პარტიის განცხადების შემდეგ ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

8 ოპოზიციური პარტიის განცხადების შემდეგ ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს - ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი თქმით,  8 პროდასავლურმა  პოლიტიკურმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე შეთანხმებას მიაღწია: 

"ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის  და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის  დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:

1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და  მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; 

2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. 

გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. 

ბოლომდე!"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:

Gami მოშივდათ ამ ორ გასიებულ პროსტიტუტკას. Хаштария-მ ხომ უნდა ჩაარტყას 1-2 სირჩა, სხვანაირად ლოთი მამის გენი არ უშვებს.
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ვახ კაცო, ეს რა არის, რას გვანან, ამათ მიმართ ადამიანს რა თანგრძნობა უნდა გაგიჩნდეს?!
2 საათის უკან
თომა 🤣🤣🤣🤣
2 საათის უკან