”ჰოლივუდი” კინოინდუსტრიის მექადაა წოდებული. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფილმები სწორედ “ჰოლივუდში” იქმნება და “ჰოლივუდი“ ერთ-ერთი რეიტინგული ასოციაციაა, რომელიც სიტყვა “კინოს” გაგონებისას შეიძლება თავში მოგივიდეთ. თუმცა ამჯერად ჩვენ იმ ერთფეროვან სიუჟეტებსა და სცენარებზე გავამახველებთ ყურადღებას, რომლებიც უკვე ასეთი შაბლონურია, მოდით ვნახოთ რა გვხვდება ყველაზე ხშირად ამ კინოსურათებში:
1. მთავარი გმირი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მთელი შემართებით იგერიებს ხოლმე ცდუნებას ვიღაც უცხო ქალისგან და შეყვარებული მაინცდამაინც მაშინ შეუსწრებს, როდესაც ეს ქალი ასე თუ ისე მიზანს მიაღწევს, რასაც აუცილებლად მოყვება ფრაზა: “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია”.
2. სწორ გზაზე სიარულისას მთავარი გმირი საჭეს აქეთ-იქით მაინც აბრუნებს.
3. ყველა ბოევიკური ჟანრის ფილმის ბოლოს აჩვენებენ თუ როგორ ფუსფუსებს ასობით პოლიციელი შემთხვევის ადგილზე, როგორ ზის მთავარი გმირი რამდენიმე ნაკაწრით სასწრაფო მანქანასთან ან საკაცეზე, ფილმი კი მთავრდება კადრით, თუ როგორ ხუმრობს მთავარი გმირი სასწრაფო მანქანის უკანა კარის მიხურვის წინ და შემთხვევის ადგილის ზედხედის ფონზე ნაწერები ამოდის.
4. მიუხედავად იმისა, რომ ილეწება და ფეთქდება ათასობით მანქანა, ამის გამო იხოცება უდანაშაულო ხალხი, ინგრევა ნახევარი ქალაქი და სხვა, ფილმის დასასრული მაინც “ჰეფი ენდად“ ითვლება, იმიტომ რომ მთავარი გმირი და მისი რომელიმე ნათესავი უვნებლად გადარჩნენ.
5. საშინელებათა ფილმებში ხშირად ფიგურირებს ჩართული ტელევიზორი, რომელიც შიშინებს.
6. ხშირ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული.
7. როდესაც პოლიციელს მანქანა სჭირდება, იქვე აუცილებლად ჩნდება მოტოციკლიანი კაცი ან სხვა გაჩერებული ტრანსპორტი და მისი უპრობლემოდ წართმევისათვის სრულიად საკმარია იმის თქმა, რომ “პოლიციელია“.
8. ხდება ძალიან ბევრი ავარია, მაგრამ ამ ავარიის დროს არასდროს არავინ იღუპება.
9. დასკვნით ბრძოლაში მთავარ გმირს, აუცილებლად მაგრად ცემენ, რის შემდეგაც მაინცდამაინც ნაცემს მოსდის ისეთი ენერგია, რომლის საშუალებით სიკვდილის პირას მყოფი, აბსოლუტურად უვნებელ მეტოქეს ამარცხებს!
10. ყველა მანქანა, რომელიც ავარიაში მონაწილეობს, აუცილებლად ფეთქდება.