The Rolling Stones ახალ  ფორმატში

The Rolling Stones ახალ ფორმატში

ცნობილი როკ–ჯგუფი – The Rolling Stones ბოქს–სეტს გამოუშვებს, რომელშიც ჯგუფის 45 სინგლი შევა. ამის შესახებ კოლექტივის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გამოცემა გაყიდვაში მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოჩნდება და მასში 173 ტრეკი შევა, მათ შორის იშვიათი და ის კომპოზიციები, რომლებიც მანამდე ოფიციალურად არ გამოცემულა. დისკებს ასევე ახლავს სხვადასხვა საინფორმაციო მასალის შემცველი, 32–ფურცლიანი ბუკლეტი.

კიდევ ერთი ბონუსი იქნება ინტერვიუ ბას–გიტარისტ ბილ უაიმენთან, რომელიც The Rolling Stones–ის შემადგენლობაში 1962–დან 1992 წლამდე გამოდიოდა. სინგლების კოლექსიის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც CD–ზე, ისე ციფრულ ფორმატში.

სავარაუდოდ, 2011–2012 წლებში The Rolling Stones კონცერტების ახალ სერიას დაიწყებს, რომელიც კოლექტივის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება. თუმცა ახალი ტურის შესახებ ჯგუფს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.