ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა ასეულობით მილიონი დოლარი შეისყიდა და შემოდგომამდე ასე გაგრძელებას აპირებს

ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა ასეულობით მილიონი დოლარი შეისყიდა და შემოდგომამდე ასე გაგრძელებას აპირებს

სავალუტო რეზერვების შევსება იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ეროვნული ბანკი დღეს არსებული ხელსაყრელი პირობებით მაქსიმალურად სარგებლობს. მსგავსი დადებითი ტენდენცია შემოდგომამდე გაგრძლედება და მოსალოდნელია, რომ სებ-ის რეზევები 800 მლ დოლარით გაიზრდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის პირველ ოთხ თვეში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 368.1 მლნ აშშ დოლარით შეავსო. აპრილში ეროვნულმა ბანკმა BIMATH პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის რეზერვების მოცულობა აპრილის მდგომარეობით 4.52 მლრდ დოლარს შეადგენს.

2025 წლის პირველ 4 თვეში სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარ-თებერვალში BIMATH-ზე წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, მარტში წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო აპრილში - 266.4 მილიონი დოლარი.

ტენდენცია მხოლოდ დადებითია. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ეროვნული ბანკი 700-800 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვების შესყიდვას შეძლებს.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სებ- ამის შესაძლებლობას ქვეყანაში არსებული სავალუტო შემოდინებები აძლევს.

ვფიქრობ, წლის განმავლობაში დაახლოებით 700-800 მილიონი დოლარის შეძენა იქნება შესაძლებელი. რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო რეზერვების შენარჩუნების პოლიტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ვალუტის შემოდინება აძლევს ეროვნულ ბანკს იმის საშუალებას, რომ კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფის პარალელურად, რეზერვების ზრდა უზრუნველყოს. ვფიქრობ, წლის განმავლობაში სებ- შეძლებს იმ მოცულობის რეზერვების შესყიდვას, რაც საჭიროა მათ შორის, მთავრობის ვალის მომსახურებისთვის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ წელს განხორციელებული სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს, ანუ დაახლოებით 435 მლნ დოლარს ბევრად აჭარბებს.

ეკონომისტები ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი მიდგომაზე საუბრობენ. დღევანდელი მოცემულობა სებ- აძლ საშუალებას სავალუტო რეზერვების შევსებაზე იყოს ორიენტირებული. ექსპერტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა დღეს არსებული ხელსაყრელი პირობები რეზერვების დასაგროვებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მსგავსი მაკროეკონომიკური გარემო მომავალშიც ხანგრძლივ ვადაში შენარჩუნდეს.

კარგი ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას აგრძელებს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ამას ხელს უწყობს, საბანკო სექტორში დოლარის რესურსზე შემცირებული მოთხოვნაა. მეორე ფაქტორი ისაა, რომ იმპორტი მცირდება, მათ შორის აპრილშიც ვიხილეთ იმპორტის შემცირება. ეს კი თავის მხრივ, საყურადღებოა, რადგან იმპორტის შემცირება იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა შენელების გზას ადგას. ამას ის პოზიტივი მაინც ახლავს, რომ ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა აქვს, რეზერვები შეივსოს.

კარგია, რომ ეროვნული ბანკი ამ გარემო ფაქტორებით სარგებლობას, რადგან არ მგონია, რომ ეს კარგი სიტუაცია დიდხანს გაგრძელდეს. თუ დოლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო, ეს დააწვება ქართულ ლარს, ასევე მოსალოდნელია ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ მე ვურჩევდი ეროვნულ ბანკს, რეზერვების შესყიდვის პროცესი დააჩქაროს, რადგან ეს ყოველმხრივ ხელსაყრელი სიტუაცია, შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბიზნეს მედიასთან საუბრისას ხიშტოვანმა.

მარბიელი იქნებ გაგვანათლოთ რიგითი ქართველები: ლარი მიმოქცევაში შემოვიდა 1995 წლის 2 ოქტომბერს და დღეს 29 წლისა და 8 თვის შემდეგ რატომ ვზეიმობთ 30 წლისთავს?
8 საათის უკან