უცნობი ქართული ხელნაწერები სტუდენტმა აღმოაჩინა

უცნობი ქართული ხელნაწერები სტუდენტმა აღმოაჩინა

დღეს ბრიტანეთში დაცული დღემდე უცნობი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლების პრეზენტაცია გაიმართება. სულ რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბრიტანეთში დაცული დღემდე უცნობი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლების პრეზენტაცია უნდა შემდგარიყო.

სასულიერო აკადემიის სტუდენტი დავით ჩანადირი მივლინებით იმყოფებოდა ინგლისში, სადაც გაეცნო ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში დაცულ ქართულ ხელნაწერებს, გადაიღო კემბრიჯის ყველა ქართული ნუსხა და ოქსფორდის ხელნაწერთა ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა ფოტოპირები აქამდე არ იყო საქართველოში.

კემბრიჯის უნივერსიტეტში დაცულია 11 ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც XI-XIII სს. თარიღდება. ხელნაწერები უნივერსიტეტმა 1876 წელს შეიძინა გერმანელი კოლექციონერ ტიშდორფისგან. აღნიშნული ნუსხები ქართველი მეცნიერებისათვის არ იყო ცნობილი. ამ მივლინების შემდეგ ინფორმაცია შეივსო და დაზუსტდა. ზემოაღნიშნულ ხელნაწერთა ფოტოასლები გადაეცემა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.