რადიკალმა ეკონომისტებმა მიზამიმართული ტყუილების გავრცელება დაიწყეს

რადიკალმა ეკონომისტებმა მიზამიმართული ტყუილების გავრცელება დაიწყეს

პოლიტიკური რადიკალიზმი თანდათან ეკონომიკურში გადაიზარდა. უაზრო საპროტესტო მოწოდებების შემდეგ, ამჯერად ქვეყნის ეკონომიკას უტევენ და ანგაჟირებული სიცრუის გავრცელებასაც არ ერიდებიან. ექსპერტების ერთი ნაწილი ბოლო დროს მიზანმიმართულად ამტკიცებს, რომ საქართველოში ეკონომიკა არ იზრდება ან უმნიშვნელოდ პროგრესირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს ყველა აღიარებს და საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ლიდერებში გვასახელებენ, რადიკალებისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ისინი უკვე იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემები გამოგონილი და ტყუილია.

ეკონომისტმა გიგა ბედინეიშვილმა ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეების გადინების ფონზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეაფასა. მისი აზრით, მშპ- დადებით დინამიკაში სამთავრობო გუნდს არანაირი დამსახურება არ აქვს.

ეკონომიკური ზრდაქართული ოცნების დამსახურებით კი არაა, მათ მიუხედავად გვაქვს. თუ ეს არგუმენტიც გამოეცალათ, მკვეთრად სუსტდება მათი მესიჯბოქსი. ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ აჩვენონ ამ ნამდვილი ეკონომიკური ზრდა ან მანიპულაცია გააკეთონ ციფრებით, - განაცხადა ბედინეიშვილმა ბიზნეს მედიასთან.

კიდევ უფრო რადიკალური მოსაზრებები აქვს ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს, რომელსაც 2025 წლის პირველ კვარტალში 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა ანომალიად და არამდგრად მოვლენად ეჩვენება და ელის, რომ მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი მალე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.

კიდევ უფრო გასაოცარი მეგნებები აქვს ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ეკონომიკის რეალური ზრდა 2.6%-ია, თუმცა რის საფუძველზე ამბობს ამას, აღარ ამხელს.

ბავშვობიდანვე ვინტერესდებოდი სტატისტიკით, რომლის გარშემოც ძალიან ბევრი სისულელე იწერებოდა და შემდეგ ეს დადასტურდა კიდეც. ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი კობახიძე ისე ხშირად იტყუებიან, რომ სანაძლეოებსაც კი ვდებ ხოლმე, რომ ვერავინ მომიტანს 3-წუთიან მონაკვეთს, როცა კობახიძე ტყუილს არ ამბობს - ამ სანაძლეოს თქვენი ნებისმიერი მაყურებლისგანაც მივიღებ.

ახლა ქვეყანაში ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებას ფასადის კარგად წარმოჩენა ძალიან სჭირდება. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ვალუტის კურსი პროპაგანდის იარაღად აქციეს და გაიძახიან: „აი, ყველაფერი კარგად არის“. არადა, თუ ლარის კურსის საკითხს ცოტა უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ დოლართან კი მყარდება, მაგრამ ევროსთან მნიშვნელოვნად, დაახლოებით 7%-ით, გაუფასურდა.

ამ რეალობის გათვალისწინებით, დაწერეს და ამბობენ, რომ 1-ელ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი გამოსათვლელი ფორმა, ფორმულა, კონკრეტული მონაცემი ან რაიმე ხელმოსაჭიდი არ არსებობს - დამადასტურებელი არის მხოლოდ ის, რომ კობახიძემ თქვა. ჩემი გამოთვლებით, რომელიც კონკრეტულ მონაცემებზეა დამყარებული, რეალური ზრდა 2.6%-ია. ამიტომ, ვივარაუდებ, რომ კობახიძემ სტატისტიკის სამსახურს უბრალოდ დაავალა, ეს რიცხვი დაეწერათ და მათაც დაწერეს“, - აღნიშნა შურღაიამ.

თუმცა ეკონომისტების უმეტესობა საქართველოს ეკონომიკის მიღწევებს უდავოდ აღიარებს და სტაბილიზაციის საფრთხეს ვერც პოლიტიკური პროცესების ფონზე ხედავს. მოლოდინია, რომ არსებული ტემპი შენარჩუნდება. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ასეთ სცენარში დარწმუნებულია.

არათუ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუდმივად მიუთითებენ საქართველოს ეკონომიკისა და მისი ცალკეული სექტორების, მათ შორის, საფინანსო დარგის სტაბილურობაზე, სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო შეიყვანეს იმ ლიდერ სახელმწიფოთა შორის, რომლებსაც 2030 წლამდე ეკონომიკური ზრდის მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებით ძალიან მაღალი ტემპი ექნება. ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს მსოფლიო ქვეყნების რეიტინგის სიაში ეკონომიკური განვითარების დონით, ამიტომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ობიექტური ჭეშმარიტება უნდა აღიარონ.

საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი ახასიათებს, ამას აღიარებენ და ეთანხმებიან როგორც ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, ისე საერთაშორიო ორგანზიაციები. ამით ყველაფერი ნათქვამია, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

გაცილებით ოპტიმისტურ სცენარზე საუბრობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. მათი პროგნოზით, 2025 წლის II კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი მაღალი იქნება და 7.5% დაფიქსირდება და ეს მაშინ, როდესაც საბიუჯეტო ოფისი პირველ კავრტალში სულაც 4.8%-იან ზრდას ელოდებოდა.

მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 2025 წლის მეორე კვარტალში განპირობებულია კოვიდ პანდემიის შემდგომ დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის საბაზისო ეფექტი მაღალია (2024 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 9.7%-ით), ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა 2025 წლის I კვარტალში. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა, რაც აღემატება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველი კვარტალის პროგნოზს (4.8%)”, - წერია საბიუჯეტო ოფისის შეფასებაში.

რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ეს კი ინფლაციაზე მოახდენს ზეწოლას.