„ქართული ოცნების“ ყველა თავმჯდომარე გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, კვალიფიციურობით და სამშობლოს სიყვარულით. ბუნებრივია, ახლაც ასეთი კადრია შერჩეული, რომელსაც გუნდი მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში ერთიანობაა.
„გუნდში, როგორც არასოდეს, ისეთი ერთიანობაა. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს უფლება არ აქვს, ურთიერთობებში შეცდომა დაუშვას, რადგან დღემდე არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის თემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ასე მტკიცედ და ერთობით სამშვიდობოს ბოლომდე გავიდეთ, რასაც შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.