ირაკლი კირცხალია ეკონომიკურ კოლაფსთან დაკავშირებით ნიკა გილაურის და გიორგი ჩუგოშვილის პროგნოზებზე: ისინი ამ ქმედებებით ცდილობდნენ, რომ გამოეწვიათ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი, რაც ნამდვილადა არ გამოუვიდათ

ირაკლი კირცხალია ეკონომიკურ კოლაფსთან დაკავშირებით ნიკა გილაურის და გიორგი ჩუგოშვილის პროგნოზებზე: ისინი ამ ქმედებებით ცდილობდნენ, რომ გამოეწვიათ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი, რაც ნამდვილადა არ გამოუვიდათ

ისინი ამ ქმედებებით ცდილობდნენ, რომ გამოეწვიათ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი, რაც ნამდვილადა არ გამოუვიდათ. ეს არის ჩვენი ქვეყნის პირდაპირი ღალატი, მავნებლობა და საბოტაჟის მცდელობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ეკონომიკურ კოლაფსთან დაკავშირებით ნიკა გილაურის და გიორგი ჩუგოშვილის პროგნოზებზე საუბრისას.

„ეკონომიკის საწყისებში ვინც ერკვევა დამერწმუნება, რომ ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია მოლოდინები. ამ ძალას, ყოფილ თანამდებობის პირებს ფინანსური ინსტიტუტიდან, ვითომ ექსპერტებს, რომლებიც აფილირებულები არიან „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“, ეს არის მათი პირდაპირი დავალება, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ, მაქსიმალურად ცრუ აღქმებში, ცრუ ნარატივებში აცხოვრონ ბიზნესი თუ მოსახლეობა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„ბიზნეს ინსაიდერის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი კონკრეტულ მონაცემებს აქვეყნებს. ამ მაჩვენებლებით დასტურდება, რომ ეკონომიკურ კოლაფსთან დაკავშირებით ნიკა გილაურის და გიორგი ჩუგოშვილის პროგნოზები რეალობას აცდენილი იყო.