ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ მესამე მსოფლიო ომი, შესაძლოა, მომდევნო ხუთიდან 10 წლამდე პერიოდში დაიწყოს. ამ სათაურით სტატიას The Guardian-ი აქვეყნებს.
გამოცემა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გამოკითხულთა თითქმის 55% მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას ხედავს.
იმავე მოსაზრებას იზიარებს ამერიკელთა 45%. გამოკითხულთა 75% პროცენტს მიაჩნია, რომ მესამე მსოფლიო ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.
ევროპელების 70 პროცენტზე მეტი ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზი რუსეთის ფედერაცია იქნება.