გარეცხეთ ბადრიჯანი, გააშრეთ, დაჭერით მსხვილ რგოლებად, თითოეული რგოლი კიდევ ოთხად, ჩაალბეთ მარილიან წყალში რამდენიმე წუთით.
პარალელურად, სოკოც გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით მსხვილად. დიდ ღრმა ქვაბში გააცხელეთ ცოტა ზეთი და მოთუშეთ ბადრიჯანი 10-15 წუთი, მუდმივად მოურიეთ. როცა წვენი ამოშრება, დაამატეთ სოკო, აურიეთ და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე.
ბოლოს, მოაყარეთ მარილი, სუნელები ან დაჭრილი მწვანე ხახვი გემოვნებით. თუ მომზადებული მასა ბევრ სითხეს გამოუშვებს, აკურატულად ჩაყარეთ მასში 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი სახით.
ინგრედიენტები:
მსხვილი ზომის ბადრიჯანი- 2 ცალი,
ქორფა ქამა სოკო- 300 გრამი,
ზეითუნის ზეთი,
მარილი,
შავი პილპილი დაფქული,
ფქვილი-1 ს/კ,
სუნელები გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ცოლიკოური.