უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
„მაგრამ „ქართულ ოცნებასაც“ რომ შესაბამისი მესიჯები გადასცენ, რომლის მიზანიცაა ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ავიტანთ“, - აღნიშნა სანიკიძემ.
საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.