რომის პაპს ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
პაპთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ვატიკანში უკვე დაწყებულია. ცოტა ხნის წინ ვატიკანმა გაავრცელა პონტიფიკოსის ცხედრის სურათი. კარდინალებმა მისი კელია დალუქეს.
რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.