ეუთოს გენერალური მდივანი: საქართველოში სტაბილურობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის

ეუთოს გენერალური მდივანი: საქართველოში სტაბილურობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის

საქართველოში სტაბილურობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის, - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეუთოს სურს საქართველოს დაუმტკიცოს, რომ მოწოდებულია ჩაერთოს საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ეს გახლავთ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის პოსტზე. მე, რა თქმა უნდა, ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოს, ასევე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას.

ფაქტობრივად, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი უკვე 60 წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომ, ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომელსაც ვიყენებთ ასეთ შემთხვევაში და უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში.

საქართველოში სტაბილურობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია. დიდი მადლობა ქალბატონო მინისტრო“, - აღნიშნა მან.