თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას.

„უმთავრესი, რაც მე მენიშნა, იყო ის აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რომ სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა. ეს არ არის მხოლოდ იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით, არამედ ეს გამარჯვება სიკვდილზე და სიკეთის გამარჯვება ბოროტზე, ეს იესო ქრისტემ ჩვენ გვაჩუქა.

ასევე, რასაკვირველია, თანამედროვე მსოფლიოზე ისაუბრა, რომ არის ძალიან რთული სიტუაცია, ომები და უბედურებები და გვჭირდება მშვიდობა. აქაც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ჭეშმარიტი საღმრთო მშვიდობისთვის იბრძვის“, - განაცხადა თეოლოგმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის 20 აპრილის სააღდგომო ეპისტოლე.